понедельник, 30 ноября 2015 г.

პროექტის რეფლექსია

პროექტი-,,მოგზაურობა საქრთველოში" ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ მათთვის მეტად რთულ თემას, თავი მშვენივრად გაართვეს, მოეწონათ ის ფაქტი,რომ ,,დიდებივით" იქცეოდნენ. ისინი იყვნენ ჟურნალისტებიც, პრეზენტატორებიც და მომღერლებიც.  მათ გააერთიანეს და თავი მოუყარეს მთელ იმ ცოდნას, რაც დააგროვეს სასწავლო წლის პატარა მონაკვეთში. 

суббота, 1 марта 2014 г.

კურსის რეფლექსია

ტრენინიგი,რომელიც ცხრა დღეს გრძელდებოდა ძალიან შრომატევადი და საინტერესო იყო. იგი კომპიუტერის სწავლებასთან ერთად ითვალისწინებდა პროფესიული  უნარ-ჩვევების განვითარებას, კერძოდ პროექტებით სწავლებას მესამე კლასში. თავდაპირველად ეს შეუძლებლად მიმაჩნდა, მაგრამ მალე დავრწმუნდი რომ ეს ბავშვისათვისაც და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო.თემა, რომელიც ავირჩიე-,,რა არის ჯანმრთელობა?" მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.ყველა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობას,რამაც დასახულ მიზნამდე მიგვიყვანა.
 შევადგინე პორტფოლიო, რომელშიც თავმოყრილია ყველა ჩემი ნამუშევარი.
მადლობთ

воскресенье, 23 февраля 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

საინტერესო და შრომატევადი დღე იყო. ვიმუშავეთ სიმულაციებზე,რომელიც ძალიან საინტერესო იყო, ვისწავლეთ ჯგუფების და წყვილების შექმნა. მადლობთ

суббота, 22 февраля 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი პრეზენტაციებს, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები და შეხედულებები,რასაც გავითვალისწინებთ მუშაობის პროცესში. შევქმენით შეფასების ცხრილები. 

суббота, 15 февраля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

გავეცანით კოლეგების პრეზენტაციებს, გავუზიარეთ შთაბეჭდილებები,რასაც გავითვალისწინებთ შემდგომი მუშაობის პროცესში.ვიმუშავეთ უკუკავშირებზე, საავტორო უფლებებსა და ინტერნეტიდან ინფორმაციების მოძიებაზე.